პერუ

პერუს ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც ცოტა ხნის წინ თავში ისროლა, გარდაიცვალა

ალან გარსია
KTVZ

პერუს ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც სამართალდამცავების მიერ მისი დაკავების დროს თავში ისროლა, გარდაიცვალა. 

ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს. 

ალან გარსიამ ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა მაშინ მიიყენა, როდესაც პოლიცია მის სახლში დასაკავებლად მივიდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს და ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც გარდაიცვალა. 

69 წლის გარსიას პერუს 1985-1990 და 2006-2011 წლებში მართავდა. წინააღმდეგ გამოძიება კორუფციის და ქრთამის აღების ბრალდებით მიმდინარეობს. ის ბრალდებებს უარყოფს.

გასულ წელს მას ქვეყნის დატოვება აუკრძალეს, რის შემდეგაც გარსიამ ურუგვაის პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა, თუმცა უარი მიიღო.

კომენტარები