პერუ

პერუს ყოფილმა პრეზიდენტმა დაკავებისას ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა მიიყენა

Reuters

პერუს ყოფილმა პრეზიდენტმა ალან გარსიამ ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა მაშინ მიიყენა, როდესაც პოლიცია მის სახლში დასაკავებლად მივიდა.

ის საავადმყოფოში გადაიყვანეს და ამჟამად ოპერაცია უტარდება. გავრცელებული ინფორმაციით ექსპრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა.

69 წლის გარსიას პერუს 1985-1990 და 2006-2011 წლებში მართავდა. მის წინააღმდეგ გამოძიება კორუფციისა და ქრთამის აღების ბრალდებებით მიმდინარეობდა. თავად გარსია კი, გარსია ბრალდებებს უარყოფდა. 

გასულ წელს მას ქვეყნის დატოვება აუკრძალეს, რის შემდეგაც გარსიამ ურუგვაის პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა, თუმცა უარი მიიღო.

კომენტარები