დონალდ ტრამპი

ტრამპი Boeing-ზე: მათ ადგილას რებრენდინგს დავიწყებდი, მაგრამ მე რა ჯანდაბა ვიცი?

დონალდ ტრამპი
CNN

დონალდ ტრამპი კომპანია Boeing-ის მიერ წარმოებული ორი თვითმფრინავის ჩამოვარდნას საკუთარ ტვიტერზე გამოეხმაურა:

"მე რა ვიცი ბრენდინგის შესახებ, იქნებ არაფერი (თუმცა პრეზიდენტი გავხდი!), მაგრამ Boeing-ის ადგილას Boeing 737 MAX-ს შევაკეთებდი, დამატებით შესანიშნავ ფუნქციებს შევძენდი და თვითმფრინავის რებრენდინგს მოვახდენდი ახალი სახელით. არცერთ პროდუქტს არ განუცდია მსგავსი დარტყმა. მაგრამ კიდევ ერთხელ, მე რა ჯანდაბა ვიცი?"

შეგახსენებთ, რომ ეთიოპიაში Boeing 737 Max 8 მარტში ჩამოვარდა. დაიღუპა ბორტზე მყოფი 157-ვე ადამიანი. ოქტომბერში Lion Air-ის ავიახაზების კუთვნილი ამავე მოდელის თვითმფრინავი ინდონეზიაში ჩამოვარდა. ავიაკატასტროფას მაშინ 189 ადამიანი ემსხვერპლა. 

ავიაკატასტროფების შემდეგ ამ მოდელის თვითმფრინავების ფრენები გააუქმა ჩინეთმა, ბრაზილიამ, დიდმა ბრიტანეთმა, ავსტრალიამ, ეთიოპიამ, კანადამ და აშშ-მა.

კომენტარები