პრეზიდენტმა არ იცის ვინ დაიღუპა 9 აპრილს როცა გამოდის გამორჩება იქ გვარი, როცა ამას შეახსენებენ არ განმარტავს არც მოიბოდიშებს. ეს ქალბატონი აცდენილია რეალობას. ზურაბიშვილი არც ეკიდება რანგს პასუხისმგებლობით, ვერც მოეკიდება. მას არ აქვს ამის შესაფერისი არც კომპეტენცია და რაც ყველაზე მთავარია არ აქვს მანდატი.
სალომე ზურაბიშვილი
კახიძე: ზურაბიშვილი რანგს პასუხისმგებლობით არ ეკიდება, ვერც მოეკიდება, მანდატი არ აქვს
tbl.ge/3lyn
დაკოპირდა

ევროპული საქართველოს წევრი ოთო კახიძე რ2-თან საუბრისას. ზურაბიშვილმა ავლაბრის სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში 9 აპრილს დაღუპულთა ოჯახის წევრებისა და საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერებისთვის გამართულ მიღებაზე გამოსვლისას 9 აპრილს დაღუპული 16 წლის ეკა ბეჟანიშვილის გვარი არასწორად წაიკითხა. მან კომენტარი არც 9 აპრილის მემორიალთან მისვლის შემდეგ გააკეთა.
ამავე თემაზე
- სალომე ზურაბიშვილი არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის ქადაგებას დაესწრო
- ზურაბიშვილი: ამერიკა და ევროპა, ყოველგვარი მცდელობის გარეშე, საქართველოს რუსეთთან კარგავენ
- ზურაბიშვილი: ეს არჩევნები შემოგდებული თემაა, არ ვეთანხმები მათ, ვინც მონაწილეობს
- ზურაბიშვილი: მაქვს ერთადერთი ამბიცია, რომ ერთობით ეს ქვეყანა გადავარჩინოთ
- ზურაბიშვილი: დემოკრატია არასდროსაა გარანტირებული - ის უნდა მოვიპოვოთ ყოველდღიურად




