საბანკო რეგულაციები

გვენეტაძე საბანკო რეგულაციებზე: რასაც ვხედავთ, სრულ შესაბამისობაშია ჩვენს პროგნოზებთან

პარლამენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტში აცხადებს, რომ არსებული მონაცემებით, საბანკო რეგულაციების შედეგები უწყების პროგნოზებს ემთხვევა.

"რეგულაციების განხორციელების შედეგების გაანალიზებას გარკვეული პერიოდი სჭირდება. იანვარი და თებერვალი, როგორც წესი, არააქტიური თვეებია და მარტს რაც შეეხება, მხოლოდ 25 მარტის მდგომარეობით გვაქვს წინასწარი ინფორმაცია. ის, რასაც ვხედავთ, სრულ შესაბამისობაშია ჩვენს პროგნოზებთან".

გვენეტაძის თქმით, ეროვნული ბანკი მუშაობს რეგუალაციების ცვლილებებზე, თუმცა დაცული იქნება ძირითადი პრინციპი - სესხი მსესხებლის შემოსავლის გათვალისწინებით უნდა გაიცეს.

"ვხვდებით საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს და ყურადღებით ვისმენთ მათ წინადადებებს და მოსაზრებებს. ეს ინფორმაცია და სტატისტიკური ანალიზი მოგცემს იმის შეფასების შესაძლებობას, რომ დავაიდენტიფიციროთ ყოველგვარი ხარვეზი, რომელიც ამ ადაპტაციას ახლავს თან. ამავე დროს განვსაზღვროთ, თუ რა ცვლილებების შეტანა იქნება საჭირო რეგულაციაში. ამის მიხედვით, როცა ჩვენ გვექნება ინფორმაცია, როგორც ადრე განმიცხადებია, ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, თუ რა სახის ცვლილება არის განსახორციელებელი. თუმცა ის ძირითადი პრინციპი, რომ ფიზიკური პირების დაფინანსება უნდა ეფუძნებოდეს მსესხებლის შემოსავლის ანალიზს, დაცული იქნება" - ამობობს სებ-ის პრეზიდენტი.

იქამდე გვენეტაძემ პარლამენტში განაცხადა, რომ რომ რეგულაციების არშემოღების შემთხვევაში, "რამდენიმე წელიწადში უმძიმესი შედეგი დადგებოდა მოსახლეობის დიდი ნაწილისა და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისთვის".

2019 წლის იანვრიდან, ახალი საბანკო რეგულაციების ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველოს სასესხო ბაზარი მნიშვნელოვნად გარდაიქმნა. ახალი რეგულაციების მიხედვით, ბანკებს ევალებათ მსესხებლის გადახდისუნარიანობის უფრო მკაცრად შემოწმება, ვიდრე მანამდე. თითოეულ მოქალაქეს მისი ყოველთვიური ხელფასის მიხედვით დაწესებული აქვს მაქსიმალური ლიმიტი თუ რა მოცულობის სესხი შეიძლება აიღოს მან. 

1) თვეში 1000 ლარამდე შემოსავლის პირობებში, სესხის გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს 35%-ს, ანუ 350 ლარს.

2) თვეში 1000-2000 ლარამდე - 45%-ს, 900 ლარს

3) თვეში 2000-4000 ლარამდე - 55%-ს, 2200 ლარს

4) თვეში 4000 ლარზე მეტი, მოქალაქეს შეუძლია აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც, 60%-ია. 

საფინანსო ორგანიზაციას ასევე არ შეუძლია გასცეს ისეთი სესხი, რომლის ყოველთვიური გადასახადის გადახდის შემდეგ, მოქალაქეს შემოსავლიდან საარსებო მინიმუმზე ნაკლები რჩება. 

სესხების გაცემაზე რეგულაციებმა ბიზნესი მნიშვნელოვნად დააზარალა - წაიკითხეთ ვრცლად.

კომენტარები