ავტოავარია

სახანძრო მანქანა, რომელმაც მარტვილის მამათა მონასტერში ცეცხლი ჩააქრო, გზაში ამოტრიალდა

პირველი არხი

სახანძრო მანქანა, რომელმაც მარტვილის მამათა მონასტერში ცეცხლი ჩააქრო, გზაში ამოტრიალდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც სამაშველო ჯგუფი მარტვილიდან სენაკში ბრუნდებოდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მარტვილის მამათა მონასტერში ხანძარი ლიკვიდირებულია. დაიწვა 200 კვ.მ. ფართობი. ერთ-ერთი ვერსიით, ხანძარი ტაძრის კელიაში სანთელმა გამოიწვია.

კომენტარები