ავტოავარია

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოავარიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა

flickr

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოავარიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა.

ინტერპრესნიუსი ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, ერთმანეთს "მინივენი“ და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო. ეს გულისხმობს მძღოლის მიერ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

კომენტარები