მუსიკა

გამორჩეული როკ მუსიკოსი სკოტ უოლკერი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

GETTY IMAGES

როკ მუსიკის გამორჩეული შემსრულებელი სკოტ უოლკერი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. უოლკერის სიკვდილი მისმა მოქმედმა სტუდიამ 4AD-მა დაადასტურა.

უოლკერი როკის ისტორიაში ერთერთი ყველაზე გავლენიანი მუსიკოსი იყო. მის ყველაზე გამორჩეულ სიმღერებად The Sun Ain't Gonna Shine Anymore და Joanna ითვლება. მან ძალიან დიდი გავლენა მოახდინა არაერთ როკ მუსიკოსზე, მათ შორის დევიდ ბოუისა და ჯერვის კოკერზე. 


ახალგაზრდობის წლებში მან ცნობადობა ბენდ The Walker Brothers-ით მოიპოვა, რის შემდეგაც არაერთი ექსპერიმენტული, ფსიქოდელიური სოლო ალბომი გამოსცა, რომლებშიც მთავარი თემები სიყვარული და სიკვდილი იყო. 

უოლკერი ასევე თანამშრომლობდა ჯგუფ Pulp-თან და კოლაბორაციის შედეგად 2001 წელს ჯგუფმა ალბომი We Love გამოუშვა. 

Radiohead-ის სოლისტმა ტომ იორკმა თქვა, რომ ძალიან გაანაწყენა ცნობამ უოლკერის გარდაცვალების შესახებ და დაამატა, რომ მუსიკოსმა როგორც ბენდზე, ისევე პირადად მასზე უზარმაზარი გავლენა მოახდინა. 

კომენტარები