მე ეს განცხადება არ მინახავს და ამიტომ ვერ ვიტყვი. ისე კონტექსტს გააჩნია, მეც უამრავჯერ მითქვამს კონკრეტულ ადამიანზე, რომ ან ქალია სიმპათიური ან კაცი. კონტექსტს გააჩნია, თუ დამამცირებლად არის ნათქვამი, ბუნებრივია, აქ სექსისტური ელფერი შეიძლება მიეცეს. მაგრამ არ ვიცი როგორ თქვა ქალბატონმა თეამ. ამიტომ, ვერ გავაკეთებ განცხადებას, თუმცა, ქალბატონი თეა, მე რაც ვიცი, ქალების უფლების ძალიან თავგამოდებული დამცველია. არაერთხელ მინახავს, მსმენია და ასევე, სხვადასხვა კანონპროექტები მინახავს მისი მხრიდან წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში. მე არ მგონია რომ ქალბატონ თეას, ქალბატონი თინა ბოკუჩავასთვის დამამცირებელად და სექსისტურად მიემართოს. მე არ მგონია, ვიცი რა ქალბატონი თეას თავგამოდებული ბრძოლა ქალების უფლებებისთვის და პირად საუბრებშიც, არაერთხელ აღუნიშნავს ამის შესახებ.
tbl.ge/3k9y
დაკოპირდა

დეპუტატი სოფო კილაძე ჟურნალისტებთან საუბრისას. გუშინ, 20 მარტს, პარლამენტის პლენარულ სესიაზე, სადაც იუსტიციის მინისტრს უსმენდნენ, ნაციონალური მოძრაობის წევრმა, თინა ბოკუჩავამ თქვა, რომ წულუკიანი გახმაურებულ საქმეებზე გარკვეულ ინფორმაციებს ფლობს, რითიც ბიძინა ივანიშვილს აშანტაჟებს. საპასუხოდ, წულუკიანმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ "ქალბატონი თინა ძალიან ბევრ უსაფუძვლო განცხადებას აკეთებს და ამავე დროს, ის ძალიან ლამაზი ქალია". იუსტიციის მინისტრის ამ განცხადებას ბოკუჩავამაც უპასუხა. ის ამბობს, რომ თეა წულუკიანი გენდერულად არასენსიტიურია, რადგან იგივე კითხვა რომ კაც დეპუტატს დაესვა, იუსტიციის მინისტრი მის გარეგნობაზე აქცენტს არ გააკეთებდა.
ამავე თემაზე
- საპარლამენტო დელეგაცია პაპ ლეო XIV-ს და კარდინალ პიეტრო პაროლინის შეხვდა - პრესსამსახური
- კობახიძის მოსმენაზე, 26 ნოემბერს, პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- კობახიძის მოხსენების გამო, 27 ივნისს პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- სხდომაზე პაპუაშვილი მოხსენებით წარსდგება, ონლაინ მედიას პარლამენტში ისევ არ შეუშვებენ
- პაპუაშვილი, მახაშვილი და სამხარაძე უნგრეთში ვიზიტით გაემგზავრნენ




