სასამართლო რეფორმა

ანა დოლიძე: ირაკლი კობახიძის მოსატყუებელი კბილები ამოცლილი გვაქვს

ირაკლი კობახიძის მოსატყუებელი კბილები ამოცლილი გვაქვს. ერთი წელი გავიდა აქეთ-იქით სირბილში და ბოლო მომენტში თვალსა და ხელშუა დაარღვიეს პირობა ვენეციის კომისიასთან, რომელზეც ნათქვამი ჰქონდათ - რასაც ვენეციის კომისია იტყვის, რომ არ ვარგა, არ შევასრულებთო, ვენეციის კომისიამ თქვა მაჟორიტარებზე, თქვა, გადადით პროპორციულ არჩევნებზეო და ამის მიუხედავად, ბოლო მომენტში, მდინარაძე და კობახიძე გამოვიდნენ დასჯილი ბავშვებივით და თქვეს, რომ ჩვენივე გუნდში არ გვქონდა შეთანხმებაო. ამ უპასუხისმგებლობის მერე როგორ შეიძლება საერთოდ ვენეციის კომისიაზე მათი მხრიდან აპელირება?

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე "„პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი“ ირაკლი კობახიძის განცხადების კომენტირებისას. კობახიძემ თქვა, რომ მოსამართლეებთან დაკავშირებულ კანონპროექტს მეორე მოსმენით ვენეციის კომისიის დასკვნის მიღების შემდეგ განიხილავენ.

კომენტარები