Game of thrones

HBO-მ მსოფლიოს გარშემო 6 რკინის ტახტი დამალა, რომელიც ფანებმა უნდა იპოვონ

Game of Thrones-ის ფინალური სეზონის პრემიერამდე თვეზე ნაკლები რჩება.

HBO-მ კი ახალი კამპანია წამოიწყო სახელად "სამეფო ტახტისთვის". კომპანიამ მსოფლიოს გარშემო 6 რკინის ტახტი დამალა და ვიდეო მიმართვაში, რომელიც სერიალის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა, მსახიობები ფანებს დამალული ტახტის პოვნისკენ მოუწოდებენ, - "სამეფო ტახტის ძიება დაიწყო".

HBO-მ აღნიშნული კამპანია ამერიკულ წითელ ჯვართან ერთად წამოიწყო, რომელიც ფანებს სისხლის გაღებისკენ მოუწოდებს, - "ვესტეროსმა დაღვარა სისხლი ტახტისთვის, ახლა შენი დროა, გაეცი სისხლი დღეს და გადაარჩინე სიცოცხლე."


ფოტო: www.forthethrone.com
პირველი სამეფო ტახტი ტყეშია დამალული, მის საპოვნელად ფანებს გარკვეული დრო აქვთ. მომდევნო 5 ტახტის ადგილსამყოფელიც forthethrone.com-ზე განთავსდება.

Game of Thrones-ის მერვე, ფინალური სეზონი 2019 წლის 14 აპრილს გამოვა.

ნახეთ თითოეული სერიის ხანგრძლივობა, საბოლოო ტრეილერი და წაიკითხეთ ყველაფერი, რაც ახალი სეზონის შესახებ უნდა იცოდეთ აქ.

კომენტარები