უბედური შემთხვევა

ორთაჭალაში მშენებლობიდან გადმოვარდნილი მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

1tv.ge

16 მარტს მშენებლობიდან გადმოვარდნილი 30 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. 

დაშავებული ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზეა.

"მისი მდგომარეობა რჩება უკიდურესად მძიმე, რაიმე ოპერაციულ ჩარევას ჯერ არ საჭიროებს. პაციენტი არის მართვის სუნთქვაზე. მას აღენიშნება პოლიტრავმა, გულმკერდის დახურული ტრავმა, მუცლის ღრუს დახურული ტრავმა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობაა, ტრავმულ-ჰემორაგიული შოკი და ანემია“, - ამბობს ექიმი.

უბედური შემთხვევა ორთაჭალაში მოხდა. მშენებლობიდან სამი მუშა გადმოვარდა - ერთი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი - საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ.

შრომის ისპექციამ სამშენებლო ობიექტზე სამუშაოები შეაჩერა. შინაგან საქმეთა სამინიტრომ მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები