ჯეიმს ბონდი

ევა გრინი: ჯეიმს ბონდი ყოველთვის კაცი უნდა იყოს

ევა გრინი

მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ ჯეიმს ბონდის როლს დენიელ ქრეიგი უკანასკნელად 2019 წელს შეასრულებს, არ წყდება განხილვა იმის შესახებ თუ ვინ შეიძლება იყოს შემდეგი ჯეიმს ბონდი.

აგენტი 007-ის როლზე ინტერნეტ სივრცეში მომხმარებლები აქტიურად განიხილავენ იდრის ელბას, Game of Thrones-ის ვარსკვლავს რიჩარდ მეიდენს, ამასთან ერთად განიხილება ის აზრიც რომ ეს როლი პირველად ქალმა შეასრულოს.

ამის შესახებ ევა გრინმაც ისაუბრა, რომელმაც 2006 წელს Casino Royale-ში "ჯეიმს ბონდის გოგოს" ვესპერ ლინის როლი შეასრულა.

"მე ქალებისკენ ვარ, თუმცა ნამდვილად ვფიქრობ რომ ჯეიმს ბონდის როლი კაცმა უნდა შეასრულოს. არაფერი შეიცვლება იმით რომ ეს როლი ქალმა მოირგოს. ქალებს შეუძლიათ ითამაშონ სხვადასხვა გმირები, იყვნენ სუპერგმირები, მაგრამ ჯეიმს ბონდი ყოველთვის კაცი უნდა იყოს და არა ჯეინ ბონდი. ამ გმირს თავისი ისტორია აქვს და ის უნდა გაგრძელდეს. ეს როლი კაცმა უნდა ითამაშოს", - თქვა ევა გრინმა.

რამდენიმე თვის წინ ამ ვერსიას იდრის ელბაც გამოხმაურა. მისი თქმით მომავალი ჯეიმს ბონდი "შესაძლოა იყოს ქალი - შავკანიანი ქალი, ან თეთრკანიანი ქალი, რაღაც განსხვავებული, რატომაც არა?".

კომენტარები