Game of thrones

ემილია კლარკი: როცა დეინერისის ბედზე გავიგე, ლონდონში უმიზნოდ ხეტიალი და ღვინის სმა დავიწყე

GETTY IMAGES

HBO-ს საკულტო სერიალის, Game of Thrones-ის ვარკვლავმა, ემილია კლარკმა, საბოლოო სეზონის პრემიერამდე კიდევ უფრო გაგვიმძაფრა მოლოდინები, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ ინტერვიუში მან ისაუბრა, თუ როგორ იმოქმედა სცენარის წაკითხვის შემდეგ დეინერისის ბედმა მასზე.

Press Association-სთან ინტერვიუში მსახიობმა აღნიშნა, რომ მას კრიზისიც კი დაეწყო, როდესაც მე-8 სეზონის სცენარში დეინერის ტარგარიანის ბედის შესახებ შეიტყო.

"ლონდონის ქუჩებში საათობით უმიზნოდ, გზააბნეულივით დავეხეტებოდი. დეინერისის საბოლოო სცენის გადაღების შემდეგ ძალიან ბევრი ვიტირე. იყო მომენტი, როცა გავიაზრე, რომ ალკოჰოლი ცოტათი მაინც დამეხმარებოდა, ჭიქა ღვინით ვმკურნალობდი თავს", - ამბობს მსახიობი.

Game of Thrones-ის მერვე, ფინალური სეზონი 2019 წლის 14 აპრილს გამოვა.

ნახეთ საბოლოო ტრეილერი აქ.

კომენტარები