ტოლერანტობა

დედა სიდონია: მართლმადიდებლობა შეუწყნარებლობა არ არის, დემონიზმს თავს არ დავუხრი

ტაბულა

მონაზონი სიდონია ტაბულასთან ინტერვიუს შემდეგ, სადაც მან ტოლერანტობის მნიშვნელობაზე ისაუბრა, მომხმარებელთა ნაწილის უარყოფით კომნტარებს facebook-ის პირად გვერდზე გამოეხმაურა. 

"ეს არის ჩემი ინტერვიუ ტაბულასთან, ტოლერანტობის შესახებ. აღმოჩნდა, რომ ჩვენს საზოგადოებაში ჯერაც მოიძებნებიან ისეთები, ვინც ფიქრობს, რომ მართლმადიდებელმა მონაზონმა ტოლერანტობაზე არ უნდა ისაუბროს. ეტყობა, ჩათვალეს, რომ მართლმადიდებლობა შეუწყნარებლობასთან უნდა ასოცირდებოდეს - როგორც ეს მათ ჩრდილოელ სპონსორს აწყობს. ბუნებრივია, მე ამ ანტიმართლმადიდებლურ და ანტიქრისტიანულ დემონიზმს თავს არ დავუხრი. დანარჩენი, ნახეთ ვიდეოში", - წერს დედა სიდონია.

 

კომენტარები