ტოლერანტობა

მარგველაშვილი: საქართველოს მშენებლობას ტოლერანტობის ტრადიციებზე გავაგრძელებთ

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი სასტუმრო რედისონში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. როგორც გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განცხადა, საქართველოს ხელისუფლება, ისევე როგორც ნებისმიერი ქართველი მოქალაქე, მომავალი საქართველოს მშენებლობას ტოლერანტობის ტრადიციებზე გააგრძელებს. მისი თქმით, ამ ტრაგედიის ფუნდამენტი იყო განსხვავებულის მიუღებლობა.

"დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ჰოლოკოსტის ტრაგედიას. ამ დღემ შეაძრწუნა კაცობრიობა და ადამიანი შეაშინა თავისი თავით, რომ ასეთი რამის გამკეთებელია. ჩვენ ვართ ერი, სადაც ებრაელები 26 საუკუნე ცხოვრობდნენ და მე ამით ამაყი ვარ", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საერთაშორისო ფონდ ლეას და სახალხო დამცველის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრას პრეზიდენტი, სახალხო დამცველი, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოების წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები