ბავშვთა უფლებების კოდექსი

ბავშვთა კოდექსით, ექსკურსია ვერ შედგება პირველადი სამედიცინო დახმარების მცოდნე პირის გარეშე

გზა

ბავშვთა უფლებების კოდექსის სამუშაო ვარიანტით, რომლის ინიციატორიც პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტია, ექსკურსიები რეგულირდება - ის ვერ შედგება პირველადი სამედიცინო დახმარების მცოდნე პირის გარეშე

კანონპროექტის მიხედვით, ეს 66-ე, საჯარო ღონისძიებებში ბავშვის უსაფრთხოების დაცვის მუხლით არის დარეგულირებული. აქ წერია, რომ: 

"თუ კი ბავშვების ჯგუფური ტრანსპორტირების დროს, დროებითი განთავსების ადგილებში და ორგანიზებულ ჯგუფებში ღონისძიების ორგანიზატორის მიერ არ არის უზრუნველყოფილი ექიმისა ან ექთნის 24 საათიანი მომსახურება, იმ პირთა შორის, რომლებიც იღებენ ბავშვების უსაფრთხოებაზე მეთვალყურეობის პასუხისმგებლობას, უნდა იყოს სულ მცირე ერთი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი, რომელსაც გავლილი აქვს პირველადი სამედიცინო დახმარების კურსი.

ბავშვის ტრანსპორტირებისას მათი კვების მიზნით საკვები პროდუქტების ტრანსპორტირება უნდა ხორციელდებოდეს სანიტარული პირობების დაცვით". 

განმარტებით ბარათში ნათქვამია: 

"არ არსებობს საკანონმდებლო რეგულაციები, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვთა უსაფრთხოებას ჯგუფური ტრანსპორტირების (ექსკურსიების) შემთხვევაში. სამწუხაროდ, ასეთი გარანტიების არარსებობის გამო არაერთ უბედურ შემთხვევას ჰქონდა ადგილი. მნიშვნელოვანია საკანონმდებლო რეგულაციები, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვთა უსაფრთხოებას ჯგუფური ტრანსპორტირების (ექსკურსიების) შემთხვევაში. სამწუხაროდ ასეთი გარანტიების არარსებობის გამო არაერთ უბედურ შემთხვევას ჰქონდა ადგილი". 

ბავშვთა უფლებათა კოდექსი ცვლილებას 21 თანმდევ კანონში ითვალისწინებს. ის ჯერ მხოლოდ ადამიანის უფლებათა კომიტეტმა განიხილა. 

კომენტარები