ბავშვთა უფლებების კოდექსი

"ოცნების" დეპუტატი: უნდა ავკრძალოთ აბორტი და ამის შემდეგ ვილაპარაკოთ ბავშვთა უფლებებზე

საერთოდ მორალური უფლებაც არ გვაქვს, რომ ვილაპარაკოთ ბავშვთა უფლებებზე და განსაკუთრებით, მათ სიცოცხლის უფლებაზე იმ დროს როდესაც ქვეყანაში დაკანონებული გვაქვს აბორტი. როდესაც ყოველწლიურად 100 ათასობით უდანაშაულო ბავშვის სისხლი იღვრება. როდესაც მშობლები საკუთარ შვილებს სიკვდილით სჯიან, ჩვენ მე მგონი არ გვაქვს ვილაპარაკოთ მათ სიცოცხლის უფლებაზე. ამიტომ, პირველ რიგში, უნდა უზრუნველყოთ ამ ბავშვების სიცოცხლის უფლება და უნდა ავკრძალოთ აბორტი და ამის შემდეგ დავიწყოთ ლაპარაკი ბავშვთა უფლებებზე და მათ მოვალეობებზე. რადგან სიცოცხლე არის სხვა ადამიანური ღირებულებების განმსაზღვრელი. ბოლოს, ერთსაც დავამატებ, ჩვენ არ უნდა მივიღოთ ისეთი კანონები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუწყოს ბავშვებსა და მშობლებს შორის გაუცხოებას და დაპირისპირებას. 

ქართული ოცნების დეპუტატი ალექსანდრე ერქვანია გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, სადაც ბავშვთა უფლებების კოდექსს განიხილავენ.

კომენტარები