ჩემპიონთა ლიგა 2019

კანტონა, ფერგიუსონი და სულშერი - მანჩესტერი ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე გავიდა

ერიკ კანტონა, ალექს ფერგიუსონი და ოლე გუნნარ სულშერი

გუშინ ჩემპიონთა ლიგის მეთექვსმეტედ ფინალის თამაშები ჩატარდა.

მანჩესტერ იუნაიტედი სტუმრად პსჟ-ს დაუპირისპირდა და 3-1 მოუგო, ორი თამაშის მიხედვით ანგარიში 3-3 გამოვიდა და შემდეგ ეტაპზე მანჩესტერ იუნაიტედი გავიდა.

გამარჯვებიდან რამდენიმე საათში მანჩესტერ იუნაიტედის ოფიციალურმა გვერდმა მატჩის შემდეგ გადაღებული, მანჩესტერის ლეგენდარული ფეხბურთელის ერიკ კანტონას, ლეგენდარული მწვრთნელის ალექს ფერგიუსონისა და ახლანდელი მწვრთნელის ოლე გუნარ სულშარის საერთო ფოტო გამოაქვეყნა.

კომენტარები