რამდენიმე წუთის წინ ჩემპიონთა ლიგის ფინალი დასრულდა, რომლის გამარჯვებულიც ლივერპული გახდა.
ლივერპულმა ტოტენჰემი ანგარიშით 2-0 დაამარცხა.
პირველი გოლი, მუჰამედ სალაჰმა 25-ე წამზე დანიშნული პენალტით გაიტანა, მეორე გოლი კი შეცვლაზე შემოსულმა დივოკ ორიჯიმ 87-ე წუთზე გაიტანა.
ლივერპულმა, ტოტენჰემის დამარცხებით, ჩემპიონთა ლიგის მეექვსე თასის მოპოვება შეძლო.