ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება

​რატიანი: ღარიბაშვილი არის ძველმანი, რომელიც ივანიშვილს ეგულებოდა და უჯრიდან ამოიღო

ოცნებას აქვს სერიოზული კრიზისი. ის აღარ არის მიზიდულობის ცენტრი, ის კარგავს ამომრჩეველს, დღეს ვერ გაივლი პარლამენტის დერეფანში ისე, რომ არ შეგხვდეს ვიღაცა უმრავლესობის წევრი და ან არ ტოვებდეს ან დატოვებაზე არ გელაპარაკებოდეს ან არ ლაპარაკობდეს იმაზე, რა მძიმე მდგომარეობაშია. ეს რეალობაა.ღარიბაშვილი არის ძველმანი, სხვა თამაში ბიძინა ივანიშვილს უბრალოდ აღარ აქვს. აღარ არის ქართული ოცნება მიზიდულობის ძალა. კარგი და ცუდზე კი აღარ ვამბობ, როდესაც ძალას ასხივებს. ყველამ ვიცით აქ, რომ პოლიტიკური პარტია, რომელსაც არ შეუძლია, ახალი თამაში წამოიწყოს, ახალი ადამიანი მიიზიდოს, ის ფაქტობრივად არის გარდაცვლილია და ბიძინა ივანიშვილმა ამოიღო რაღაც ძველმანი, რომელიც ეგულებოდა რომელიღაცა უჯრაში. როგორც შეინახეს, ისე გამოიღეს. 

ევროპული საქართველოს წევრი, სერგო რატიანი, რუსთავი2-ის გადაცემაში "არჩევანი". ცნობისთვის, ყოფილი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, პოლიტიკაში დაბრუნდა. ღარიბაშვილი 5 მარტს ქართული ოცნების პოლიტიკურ მდივნად დაინიშნა

კომენტარები