ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება

ბუღაძე: ღარიბაშვილისნაირ უიღბლო ფრანკენშტაინებს მაშინ უხმობენ, როცა აწმყო ეცლებათ ხელიდან

ვინმე ღარიბაშვილის "დაბრუნება" მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს (ანკი მართლაც ვინაა, განსაკუთრებულ რამეს რომ ნიშნავდეს): ივანიშვილის წასვლას. ასეთ უიღბლო პოლიტიკურ ფრანკენშტაინებს ხომ მაშინ გამოიხმობენ ხოლმე, როცა აწმყო ეცლებათ ხელიდან. არაფორმალური მმართველი ახლა ისტორიულ ჩიხში აღმოჩნდა და მისი პოლიტიკური საათის ისრები არა წინ, არამედ უკან მიიწევს, თუმცა რაკი ის ხელისუფლების მფლობელის ჩვეული ისტერიკით ეპოტინება ძალაუფლებას (ოღონდ როგორც გამორჩეულად უნიჭო და უგემოვნო პოლიტ-სუბიექტი - ქართული პოლიტიკური რეალობის სტანდარტებითაც კი), როგორც ჩანს, მანამდე არ გაეცლება ქართულ პოლიტიკურ ველს, სანამ მოგლეჯილი ხეებისგან შეკრული ბირნამის ტყე არ დაიძვრება მისკენ, რადგან დროსთან ომი 100 დღით დაბრუნებულ ნაპოლეონს ვერ მოუგია და ეჭვი მეპარება, აუხსნელად მოყვანილ-გაგდებულ-ისევ მოყვანილმა ჰაკიმ-ფაშამ მოუხერხოს რამე...

მწერალი ლაშა ბუღაძე Facebook-ზე წერს. ცნობისთვის, ყოფილი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, პოლიტიკაში დაბრუნდა. ღარიბაშვილი 5 მარტს ქართული ოცნების პოლიტიკურ მდივნად დაინიშნა.

კომენტარები