ნიგერია

ნიგერიაში პრეზიდენტად მეორე ვადით მუჰამადუ ბუჰარი აირჩიეს

Reuters

ნიგერიის პრეზიდენტად მეორე ვადით მუჰამადუ ბუჰარი აირჩიეს. საარჩევნო კომისიის მიხედვით მან 15.2 მილიონი ხმა მიიღო, ხოლო მისმა მთავარმა კონკურენტმა, ატიკუ აბუბაქარმა 11.3 მილიონი.

ბუჰარიმ 36 შტატიდან 19-ში გაიმარჯვა, ხოლო აბუბაქარმა 17-ში, მათ შორის დედაქალაქ აბუჯაში.

არჩევნებში მონაწილეობაა მოსახლეობის 35.6%-მა მიიღო.

ატიკუ აბუბაქარი და ოპოზიციური პარტიები შედეგებს ლეგიტიმურად არ აღიარებენ და მიიჩნევენ, რომ არჩევნები გააყალბეს.

ბუჰარი პრეზიდენტად პირველად 2015 წელს აირჩიეს და ის პირველი ოპოზიციონერი გახდა, ვინც მოქმედი პრეზიდენტი დაამარცხა. მანამდე მისი მეთაურობით ქვეყანას სამხედრო რეჟიმი 1983-84 წლებში, 20 თვის განმავლობაში მართავდა.

შეგახსენებთ, რომ 16 თებერვალს დანიშნული არჩევნები საარჩევნო უბნების გახსნამდე 5 საათით ადრე გადადეს. მიზეზად ტექნიკური პრობლემები, შტატების ნაწილში საჭირო ინვენტარის ნაკლებობა, ზოგგან კი ელექტრონული ბარათები დაწვა და განადგურება დაასახელეს.

კომენტარები