დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

ბესელია: "ოცნების" სახელით ადეიშვილის ხელის ბიჭი ლაპარაკობს, ვის დაკარგვია ზარდიაშვილი

ტრაგიკომიკურია, რომ ქართული ოცნების სახელით დღეს ადეიშვილის ხელის ბიჭი - ვანო ზარდიაშვილი ლაპარაკობს. ვწუხვარ და ვუსამძიმრებ იმ პარტიას, რომელიც ჩემთვის არ არის სულერთი, რომ ზარდიაშვილის ტიპის ყოფილი ზონდერები საუბრობენ ქართული ოცნების სახელით. რას ილაპარაკებს ზარდიაშვილი საერთოდ არ მაინტერესებს. ის არ არის იმ წონით კატეგორიაში, რომელსაც მე უნდა ვუპასუხო. ის ხელის ბიჭი იყო ყოველთვის და ასეთად დარჩა დღესაც. გუშინ ნაციონალური მოძრაობის ხელის ბიჭი იყო და დღეს მათი ნარჩენების ხელის ბიჭია...

...ძალიან ბევრი რამის შემსწრე ვარ, მე პირადად. არ ვურჩევ, რომ სერიოზულად დავაპირო კომენტარების გაკეთება, თორემ ძალიან მძიმე პასუხების გაცემა მოუწევს. ვის დავალებებსაც ასრულებდა ზარდიაშვილი თავის დროზე, მე იმის პატრონებს ვეომებოდი. ვის დაკარგვია ზარდიაშვილი

ინტერპრესნიუსის ცნობით, დეპუტატი ეკა ბესელია ქართული ოცნების წევრ ვანო ზარდიაშვილზე. ზარდიაშვილმა თქვა, რომ "ეკა ბესელია რომ არ გიყვარდეს, ამისთვის არსებობს ძალიან ბევრი მიზეზი".

კომენტარები