ყაზახეთი

ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა არაეფექტური მუშაობის გამო მთავრობა დაითხოვა

ნურსულთან ნაზარბაევი
Bloomberg

ყაზახეთის პრეზიდენტმა, ნურსულთან ნაზარბაევმა მთავრობა დაითხოვა. მან მინისტრები და ცენტრალური ბანკი არაეფექტურობის გამო გააკრიტიკა.

ნაზარბაევის თქმით სამთავრობო პროგრამები ხორციელდება, მაგრამ ბევრ მნიშვნელოვან ადგილად კონკრეტული შედეგები არ არის.

"ძალიან ცოტა პროდუქტიული სამუშაო ადგილი იქმნება, განსაკუთრებით რეგიონებში. მცირე და საშუალო ზომის ბიზნესი ზრდის მამოძრავებელი ვერ გახდა. მთავრობა და მინისტრები კი არა, ლაჩრები არიან." თქვა მან.

ნაზარბაევმა თქვა, რომ მთავრობამ ჯერ სესხების პრობლემა უნდა მოაგვაროს და შემდეგ უნდა გადადგეს, ხოლო ახალმა მთავრობამ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე და ეკონომიკურ ზრდაზე უნდა იმუშაოს.

Bloomberg-ის მიხედვით ქვეყნის მშპ-ის ზრდის შემცირებაა მოსალოდნელი და ის მიმდინარე წელს 3.5%, ხოლოდ 2020 წელს სავარაუდოდ 3.2% იქნება. 2015 წლის შემდეგ ენერგოპროდუქტებზე ფასების შემცირების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ყაზახური ტენგე მცურავ კურსზე გადაიყვანა, რამაც მისი 30%-ით გაუფასურება გამოიწვია.

ეკონომიკის დივერსიფიკაციის მცდელობისას ქვეყანის ისტორიაში პრივატიზაციის უპრეცენდენტო პროგრამა დაიწყეს.

78 წლის ნურსულთან ნაზარბაევი ქვეყანას დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, უკვე 28 წელია მართავს.

კომენტარები