დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

ფოფხაძე: ცოტა უკმარისობის გრძნობა მაქვს, წასვლის გადაწყვეტილება უნდა მიმეღო ცოტა ადრე

ცოტა უკმარისობის გრძნობა მაქვს, გადაწყვეტილება უნდა მიმეღო ცოტა ადრე, ეს უკმარისობის გრძნობა დამრჩა, თუმცა იყო საუბარი სწორედ ჩემს მეგობრებთან, რომ არის არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხები და საჭიროა, რომ ამ საკითხებზე სწორედ ქართული ოცნების შიგნით გავიბრძოლოთ და ჩვენი პოზიციები დავიცვათ...

რატომ ახლა და არა სხვა დროს, ან შემდეგ და ან აქამდე - ეს გარკვეულმა მოვლენებმა მაინც, რა თქმა უნდა, დააჩქარეს, თუმცა მე უკმარისობის გრძნობა მრჩება იმასთან დაკავშირებით, რომ როდესაც ვიგრძენი, რომ ჩემი პოზიციების საჯარო გამოხატვა ნიშნავს გუნდში ყოფნა-არყოფნას, რა თქმა უნდა, ეს პოზიცია თავისთავად ძალიან მორალური გადაწყვეტილების წრეში გაყენებს, იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება პოლიტიკოსებს, რომ ვიყოთ მარტო მოლაპარაკე თავები და მარტო ვიღაცების მესიჯებით ვიხელმძღვანელოთ

გედევან ფოფხაძემ ქართული ოცნება დატოვა.

კომენტარები