დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

მდინარაძე: გედევან ფოფხაძემ ფრაქციის დატოვების შესახებ განცხადებით მომმართა

ფრაქცია "ქართული ოცნების" ლიდერის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გედევან ფოფხაძემ პარტიის დატოვების შესახებ განცხადებით მიმართა. 

"მე პირადად, როგორც ამ შემთხვევაში ფრაქციის ხელმძღვანელს, ფრაქციის დატოვებაზე განცხადებით მომმართა გედევან ფოფხაძემ და როგორც ვიცი, მან პარტიასაც მიმართა",- ამბობს მდინარაძემ.

მისივე თქმით, თანაგუნდელების წასვლა სამწუხაროა და მათ გადაწყვეტილებას პოლიტიკური შეცდომა უწოდა. 

"ძალიან ცუდი ტრენდია ის, რომ გარკვეული პირობის არშესრულების შემდეგ რამდენიმე ჩვენმა კოლეგამ ჩვენი გუნდი დატოვა. მაგრამ ჩვენ გვაქვს კონკრეტულ მოცემულობასთან საქმე, ერთ-ერთი მაგალითია თვალსაჩინო, რომ ანტიკონსტიტუციური კანონის მხარდაჭერის გამორიცხვის გამო, გუნდის წევრებმა დატოვეს. ეს მათი არჩევანი, მათი გადასაწყვეტიამათ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება ძალიან სამწუხაროდ, იმ მიზეზის გამო, რომ მმართველმა გუნდმა არ მისცა ხმა იმ არაკონსტიტუციურ კანონს. იმის იქით რაც არ უნდა ლეგიტიმური მიზნები იყოს, რაც არ უნდა ემოციებზე და პიარზე გათვლილი კამპანია იყოს დაგეგმილი, ჩემი აზრით, ეს არის პოლიტიკური შეცდომა",- აღნიშნა მდინარაძემ.  

შეგახსენებთ, რომ ეკა ბესელიამ და ლევან გოგიჩაიშვილმა და ბექა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს. მათი გადაწყვეტილების შედეგად, ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა.

ბექა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა იმის გამო დატოვა, რომ საკანონმდებლო ორგანომ დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებით მისი ინიცირებული კანონპროექტი არ მიიღო. ეკა ბესელიას და ლევან გოგიჩაიშვილის პროტესტის მიზეზი კი, მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის 2024 წლამდე გადადებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდება გახდა.

 

კომენტარები