კრიმინალი

ზესტაფონში ძარცვის ბრალდებით მძიმე დანაშაულებისთვის მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა წარსულში მძიმე დანაშაულებისთვის მრავალჯერ ნასამართლევი, 1991 წელს დაბადებული ო.ქ. ძარცვის ბრალდებით დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ქალაქ ზესტაფონში ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი სახლიდან ოქროს ნივთები გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ო.ქ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში, ქალაქ ზესტაფონში დააკავეს" - აცხადებს შსს.

გამოძიება ძარცვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები