ავტოავარია

ქუთაისში ავარიის შედეგად მოტოციკლის მძღოლი გარდაიცვალა

flickr

ქუთაისში ავტოავარიის შედეგად მოტოციკლის მძღოლი გარდაივალა.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, მოტოციკლის მძღოლი ქვეითს დაეჯახა, რის შედეგაც ქვეითი დაშავდა მძღოლი კი გარდაიცვალა.

უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყიო, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვა გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

კომენტარები