ცნობილი ადამიანები

ჰეილი ბოლდუინი: შემაშინებელია, იყო ასეთი ახალგაზრდა და დაქორწინებული

Vogue US

ჰეილი ბოლდუინმა ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით, კენდალ ჯენერთან რადიოში ჯასტინ ბიბერთან ქორწინებასა და ურთიერთობაზე ისაუბრა.

წყვილმა სექტემბერში იქორწინა, 22 წლის ჰეილი ბოლდუინის თქმით კი შემაშინებელია იყო ასეთი ახალგაზრდა და დაქორწინებული.

"შემაშინებელია, იყო ასეთი ახალგაზრდა და დაქორწინებული. ეს ნამდვილად შემაშინებელია, თუმცა ის არის ადამიანი, რომელზეც რამდენიმე წელია შეყვარებული ვარ - ეს ჩვენი ისტორიის საუკეთესო ნაწილია. ვგრძნობ, რომ ჯასტინ ბიბერი ჩემი საუკეთესო მეგობარია და ჩვენ სამუდამოდ ერთად ვიცხოვრებთ. თუმცა, სამუდამოდ ვინმესთან ცხოვრებაზე არ მიფიქრია, სანამ არ ვიქორწინე. ქორწილის შემდეგ კი ვიფიქრე, რომ დასასრული არ არსებობს და ეს სამუდამო იქნება", - თქვა ჰეილი ბოლდუინმა.

ჯასტინ ბიბერი და ჰეილი ბოლდუინი ერთმანეთს 2016 წლიდან ხვდებიან.

"მე არასდროს მქონდა სერიოზული ურთიერთობები, უცბად კი დავქორწინდი", - თქვა ჰეილი ბოლდუინმა.

კომენტარები