არასრულწლოვანზე ძალადობა

შსს: მცირეწლოვანი მეზობლის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით კასპში 1 პირი დავაკავეთ

REUTERS

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, კასპში მცირეწლოვანი მეზობლის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით, 1959 წელს დაბადებული რ.ბ. დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 
მცირეწლოვანი მეზობლის მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა. დაკავებული დანაშაულს აღიარებს", - აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველთან ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები