არასრულწლოვანზე ძალადობა

კაცს, რომელიც არასრულწლოვან დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა, პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო კაცი, რომელიც 2006-2013 წლებში 14 წლის ასაკს მიუღწეველ დისშვილს სისტემატურად აუპატიურებდა - პირს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ინფორმაციას საზოგადოებრივი ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ავრცელებს.

"დაზარალებულმა პოლიციას სექსუალური ძალადობიდან დაახლოებით 9 წლის შემდეგ მიმართა. გაუპატიურების ფაქტიდან ხანგრძლივი დროის გასვლის მიუხედავად გამოძიებამ დაზარალებულის აქტიური ჩართულობით შეაგროვა საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების დასადასტურებლად". - წერია PHR-ის Facebook პოსტში.

კომენტარები