არასრულწლოვანზე ძალადობა

პროკურატურა: კაცი არასრულწლოვანს მოკვლით ემუქრებოდა, ამცირებდა, მან თვითმკვლელობა სცადა

ebru.co.ke

პროკურატურის ინფორმაციით, არასრულწლოვნის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის და მუქარის ფაქტზე მოქალაქე მ.ნ.-ს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მ.ნ. 2021 წლის ივნისიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, სისტემატურად ლახავდა არასრულწლოვნის პატივსა და ღირსებას. დაკავებული არასრულწლოვანს მეგობრების, ოჯახის წევრების და უცხო ადამიანების თანდასწრებით ამცირებდა, ოჯახის წევრების დაკავებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. ასევე, მ.ნ. არასრულწლოვანს სიცოცხლის მოსპობით და სახლის გადაწვით დაემუქრა

მ.ნ.-ს მიერ განხორციელებული ქმედებების გამო, არასრულწლოვანმა, 10 სექტემბერს თვითმკვლელობა სცადა.

სამართალდამცველებმა მ.ნ. 10 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა) და 151-ე მუხლის მეორე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (მუქარა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები