ჯეკ ბეზოსი

ჯეფ ბეზოსის თქმით, American Media Inc ინტიმური ფოტოების გამოქვეყნებით აშანტაჟებდა

ჯეფ ბეზოსი
Reuters

ამაზონის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი კომპანია American Media Inc-ს და მის შვილობილ National Enquirer-ს შანტაჟისათვის უჩივის. ამის შესახებ მან ბლოგი დაწერა. ბეზოსის თქმით მედია ორგანიზაცია მას სთხოვდა შეეწყვიტა იმის გამოძიება, თუ როგორ მოიპოვეს მათ ბეზოსის პირადი მიმოწერა.

მას შემდეგ, რაც ბეზოზის და მისი მეუღლის, მაკენზის დაშორების შესახებ გამოაცხადეს, National Enquirer-მა გამოაქვეყნა, რომ ბეზოსს საყვარელი ჰყავდა. ბეზოსის თქმით American Media Inc-დან დაუკავშირდნენ და მოსთხოვეს გამოექვეყნებინა განცხადება იმის შესახებ, რომ მათ პოლიტიკური მოტივები არ ამოძრავებდათ. წინააღმდეგ შემთხვევაში მას საკუთარი და საყვარლის ინტიმური ფოტოების გამოქვეყნებით ემუქრებოდნენ.

ბეზოსმა ბლოგზე ეს იმეილები გამოაქვეყნა და დაწერა, რომ შანტაჟის მსხვერპლი არ გახდება. მისივე თქმით ამ ყველაფრის მიზეზი ისაა, რომ Washington Post-ის წილს ფლობს, რომლის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებები, განსაკუთრებით ტრამპის და ჯამალ ხაშოგის შესახებ ძალაუფლებაში მყოფ პირებს აშინებს და ამგვარად ცდილობენ მის გაჩუმებას.

კომენტარები