დონალდ ტრამპი

ჯოშუა ტრამპს, რომელსაც პრეზიდენტის გამოსვლისას ჩაეძინა, სკოლაში გვარის გამო ჩაგრავდნენ

Mandel Ngan/AFP/Getty Images

11 წლის ჯოშუა ტრამპს, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კონგრესში ყოველწლიური გამოსვლის დროს ჩაეძინა, სკოლაში გვარის გამო ჩაგრავდნენ.

ჯოშუა ტრამპი დელავერის საშუალო სკოლის მოსწავლეა. ის კონგრესში ტრამპის ყოველწლიურ გამოსვლაზე პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა, მიიწვია. მას სკოლის დატოვება მოუწია მას შემდეგ, რაც კლასელები გვარის გამო დასცინოდნენ და ჩაგრავდნენ. 

ბიჭს ტრამპის სიტყვის გამოსვლის დროს სწორედ მაშინ ჩაეძინა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი ხალხს კიდევ ერთხელ დაპირდა მექსიკასთან კედლის აშენებას და თქვა, რომ არალეგალური იმიგრაცია "მთავარი ეროვნული კრიზისია". 

11 წლის ჯოშუას მშობლები ამბობენ, რომ თანაკლასელები მას "იდიოტსა" და "სულელს" ეძახდნენ იმის გამო, რომ მას პრეზიდენტის მსგავსი გვარი ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ მან ერთხელ უკვე დატოვა სკოლა, მიბრუნების შემდეგ მის მიმართ ჩაგვრა კვლავინდებურად გაგრძელდა. 

ჯოშუას დედა მეგან ტრამპმა განცხადება დაწერა, რომ ჯოშუა სხვა სკოლის ავტობუსით ეტარებინათ სკოლაში, რათა თავიდან აერიდებინა მას ის თანასკოლელები, რომლებიც მას ჩაგრავდნენ, მაგრამ პირველივე მგზავრობის დროს ავტობუსის მძღოლმა ბიჭს გვარის შესახებ დაუსვა კითხვა. 

სამაგიეროდ, ჯოშუა იმ 13 გამორჩეულ ადამიანს შორის აღმოჩნდა, რომელიც ღონისძიებაზე პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ თავად მოიწვიეს.

კომენტარები