კომპანიის დირექტორის სიკვდილის შემდეგ კრიპტოვალუტის მფლობელებმა $145 მლნ.-ზე წვდომა დაკარგეს

flickr.com

კანადის უდიდესი კრიპტოვალუტის Quadriga-ს აღმასრულებელი დირექტორის, ჯერალს კოტენის გარდაცვალების შემდეგ კრიპტოვალუტის მფლობელები 145 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ბიტკოინზე წვდომას ვეღარ ახერხებენ.

კოტენი 30 წლის ასაკში ინდოეთში მოგზაურობისას კუჭ-ნაწლავის დაავადების გართულებისაგან გარდაიცვალა. მისი კომპანიის კრიპტოვალუტა ჰაკერებისაგან დასაცავად ძირითადად ოფლაინ ანგარიშებზე იყო განთავსებული. კოტენი ერთადერთი იყო, ვისაც ამ ანგარიშებზე ჰქონდა წვდომა. მისი ცოლის თქმით ლეპტოპი, რომლითაც კოტენი მუშაობდა დაშიფრულია და მასში შეღწევას ვერ ახერხებენ.

შედეგად 100,000-ზე მეტ მომხმარებელს საკუთარ კრიპტოვალუტაზე წვდომა აღარ აქვს. კომპანიამ კომპიუტერული ტექნოლოგიების ექსპერტები და ჰაკერები დაიქირავა, რათა მის ლეპტოპში შეღწევა და ანგარიშების აღდგენა შეძლონ, თუმცა შესაძლოა პროცესში ნაწილი დაიკარგოს კიდეც.

კომენტარები