უმრავლესობის სხდომა

ქართული ოცნება იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარედ ანრი ოხანაშვილს წარადგენს

ანრი ოხანაშვილი
საქართველოს პარლამენტი

ქართული ოცნება პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას წარადგენს.

ამ გადაწყვეტილების შესახებ დეპუტატებმა უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრეს. 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი უკვე თვეზე მეტია, ვაკანტურია. მას ქართული ოცნების დეპუტატი ეკა ბესელია იკავებდა, თუმცა 27 დეკემბერს მან პოსტი დატოვა და გადაწყვეტილება ქართული ოცნების გუნდში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებული დაპირისპირებით ახსნა.

კომენტარები