ბრექსითი

ტერეზა მეი ევროკავშირთან ბრექსითზე მოლაპარაკებებს გააგრძელებს

ტერეზა მეი
AP

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ტერეზა მეი უახლოეს დღეებში ბრექსითზე ევროკავშირთან მოლაპარაკებებს გააგრძელებს.

ბრიტანეთის პარლამენტმა არსებულ შეთანხმებაში ე.წ. ბექსტოპის ჩანაცვლებას მხარი 317-ით 301-ის წინააღმდეგ დაუჭირა. არსებული შეთანხმების მიხედვით გაერთიანებული სამეფო მთლიანად რჩებოდა საბაჟო კავშირში და ვერ დატოვებდა მას მანამ, სანამ ევროკავშირი არ ჩათვლის, რომ ჩრდ. ირლანდიასთან “მყარი საზღვრის” დადგენის საშიშროება არ იქნება. გარდა ამისა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ევროკავშირს “უფრო ღრმა” საბაჟო შეთანხმებები ექნებაოდა.

ტერეზა მეის თქმით ევროკავშირთან მოლაპარაკებების შემდეგ განახლებულ შეთანხმებას პარლამენტს კენჭისყრისათვის უმოკლეს ვადაში წარუდგენს.

თუმცა, ევროკავშირის არაერთმა ლიდერმა თქვა, რომ შეთანხმება არ გადაიხედება. მათ შორის ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სიმონ კოვენიმ.

დონალდ ტუსკის თქმით ევროკავშირი მზადაა განიხილოს ბრიტანეთის "დასაბუთებული თხოვნა" ევროკავშირიდან გასვლის ვადის გახანგრძლივებაზე, თუმცა ბრიტანეთს მსგავსი თხოვნით ჯერ არ მიუმართავს. პარლამენტში ვადის გადადებასთან დაკავშირებული პროექტი ჩავარდა.

შეგახსენებთ, რომ დეკემბერში ტერეზა მეის მიერ წარდგენილ ბრექსიტის შეთანხმებას, ქვეყნის პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. გეგმის წინააღმდეგ ხმა 432-მა წევრმა მისცა, ხოლო მომხრე მხოლოდ 202 იყო. გაერთიანებული სამეფოს ისტორიაში მოქმედი მთავრობისთვის ეს ყველაზე დიდი მარცხია.

კომენტარები