ბრექსითი

ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატამ ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმებას მხარი დაუჭირა

ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატამ ბრექსითის შემდგომ ევროკავშირთან მიღწეულ სავაჭრო შეთანხმებას მხარი დაუჭირა. მომხრე იყო 521 კანონმდებელი, მოწინააღმდეგე – 78.

შემდეგ ეტაპზე შეთანხმებას კენჭი ლორდთა პალატამ უნდა უყაროს. მოსალოდნელია, რომ კენჭისყრა დღეს, 30 სექტემბერს გაიმართება.

იმისათვის, რომ შეთანხმება ძალაში შევიდეს, მას მხარი უნდა დაუჭიროს როგორც დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა, ასევე ევროპარლამენტმა სადაც ამ საკითხს უახლოეს დღეებში განიხილავენ.

მოლაპარაკებები ევროკავშირთან 9 თვის განმავლობაში გრძელდებოდა და დადგენილი ვადის ამოწურვამდე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. მიუხედავად ამისა, მხარეები მოლაპარაკებების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ და 24 დეკემბერს გამოაცხადეს, რომ შედეგს მიაღწიეს.

ვრცლად შეთანხმების პირობების შესახებ წაიკითხეთ აქ.

კომენტარები