ქართული ოცნება

ბესელია: არ მაქვს უკმარისობის განცდა, რომ რაიმეს თქმა ვერ მოვახერხე

მე არ მაქვს უკმარისობის განცდა, რომ რაიმეს თქმა ვერ მოვახერხე კარგი შესაძლებლობა იყო მიმღეობის და მოსმენის თვალსაზრისით, განსხვავებული მოსაზრებები ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა. ჩემი პოზიცია არც დახურულია და არც კონფიდენციალური, მე მაქვს იგივე პოზიცია ამ სიასთან და პროცესთან დაკავშირებით, რაც მქონდა და გიზიარებდით და ბუნებრივია ამ პოზიციას არ შევიცვლი. რაც შეეხება არგუმენტებს როგორ უნდა წარიმართოს პროცესი, კრიტერიუმები როგორი უნდა იყოს, რა პრინციპებზე უნდა შევთანხმდეთ, ამაზე გავაგრძელებთ ჩვენ მსჯელობას და საბოლოოდ როცა შევჯერდებით, შემეძლება გითხრათ.

არის რამდენიმე საკითხი, პირადად ჩემთვის რაც არის პრინციპული, ეს არის, რომ უზენაეს სასამართლოში უნდა გამწესდნენ მოსამართლეები, რომელთაც ექნებათ ძალიან მაღალი სტანდარტი პროფესიული ეთიკის, მორალის, წარსული და არ უნდა იყვნენ დაკავშირებული ძალადობრივ სისტემასთან. პროცესი მაქსიმალურად უნდა გადმოვიდეს პარლამენტში. მნიშვნელოვანია პარლამენტმა აიღოს აქ მნიშვნელოვანი როლი და  იუსტიციის საბჭო არ გახდეს ბარიერი იმისთვის, რომ რეალურად შერჩევის პროცესი მიმდინარეობდეს.

ქართული ოცნების დეპუტატი ეკა ბესელია უმრავლესობასთან შეხვედრის შესახებ.

კომენტარები