ქართული ოცნება

ქუცნაშვილი: არავის გარიცხვის საკითხი არ დასმულა, დისკუსიას ხვალაც გავაგრძელებთ

საქართველოს პარლამენტი

ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრიდან გამოსულმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, უმრავლესობის სხდომაზე არავის გარიცხვის საკითხი არ დაუსვამთ.

"დისკუსია ძირითადად წარიმართა სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებით, რა წესებს და კრიმტერიუმებს უნდა დაეფუძნოს უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატები და რა დამატებით ზომებს უნდა მივმართოთ იმისთვის, რომ სასამართლო ხელისუფლების მიმართ ნდობა გაიზარდოს.

დისკუსია გაიმართა ამ თემის გარშემო, შევთანხმდით, რომ ხვალაც გავაგრძელებთ ამავე თემაზე მსჯელობას, რადგან ბევრმა გამოთქვა დისკუსიაში მონაწილეობის სურვილი, ამიტომაც არ გვეყო დრო, რომ დღეს დაგვესრულებინა" - თქვა ქუცნაშვილმა.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება ცდილობს, მსოფლიო პრაქტიკის და ქართული რეალობის გათვალისწინებით მოძებნოს "ის ობიექტური საზომები, რაც დაგვეხმარება სწორი წესების და კრიტერიუმების შერჩევაში".

კომენტარები