აფეთქება დიდ დიღომში

სერგეენკო: აფეთქებისას დაშავებული ბავშვების მდგომარეობა მძიმე არ არის

ტაბულა

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, დიდ დიღომში კორპუსის აფეთქების შედეგად ოთხი ბავშვი დაშავდა. მისი თქმით, მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის.

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება ერთი საათის წინ მოხდა. აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი, დაშავდა. 

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა.

კორპუსი ამ დროისათვის სრულად ევაკუირებულია. დაშავებულები კლინიკებში გადაიყვანეს, მათ შორის, ბავშვები. მათ სხეულის სხვადასხვა დაზიანებები აქვთ. დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.

კორსპუსის მცხოვრებლების თქმით, მთელი დღის განმავლობაში გაზის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც მათ "ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები გამოიძახეს. ისინი ამბობენ, რომ მეზობლების თქმით, ყაზტრანსგაზის თანამშრომლებმა პრობლემა ვერ აღმოაჩინეს.

კომენტარები