ჯვრის მონასტერი

ფოფხაძე: არ მომწონს, როცა სალოცავებთან სავაჭრო დაწესებულებებია

არ მომწონს, როცა სალოცავებთან სავაჭრო დაწესებულებებია ან ისეთი ატმოსფერო იქმნება, რაც ღვთისმსახურებას ხელს უშლის. იმ ადამიანებისაც მესმის, რომ სამუშაო ადგილებიც აქვთ და მათი ინტერესები გასათვალისწინებელია, მაგრამ მხარეებს შორის მოლაპარაკებები შედგება და არ მგონია, ამ საკითხის აქტუალიზაცია მოხდეს. სასულიერო სივრცეში, ეკლესია-მონასტრებში ვაჭრობა მხოლოდ საეკლესიო ატრიბუტუკით ხდება, სანთლით და ხატით ვაჭრობა ერთია და სხვანაირი ვაჭრობა – სხვაა. ჯვრის მონასტერში მლოცველები იმ მიზნით მიდიან, რომ წარსულს ეზიარონ და ღვთისმსახურებას დაესწრონ

პირველი არხის ცნობით, თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ ჯვრის მონასტრის დაკეტვაზე. ჯვრის მონასტრის წინამძღოლს სოლიდარობა გამოუცხადა ეკა ბესელიამაც.

კომენტარები