ჯვრის მონასტერი

ჯვრის მონასტრის წინამძღოლი: გარემოვაჭრეები კანონზე და ეკლესიაზე ძალადობენ

მათ არ აწყობთ ის ადგილი რაც ჩვენ მივუთითეთ, ჯიუტად ამბობენ, რომ აქ უნდა ვიდგეთ არ გავალთ. კანონით გარევაჭრობა აკრძალულია, ესენი კანონზე ძალადობენ უკვე არაფრად არ აგდებენ კანონს და ეკლესიის მიმართ აქვს ადგილი ძალადობის ფორმას. იმ ფორმით გამოიხატება ეს, რომ ამბობენ "არ გავალთ აქ უნდა ვიყოთ". თუ არ გავლენ კანონს აღასრულებს ზედამხედველობის სამსახური. მათ სამდღიანი ვადა ჰქონდათ მიცემული თუ ისინი არ გავიდოდნენ მოხდებოდა მათი კანონის ძალით გაყვანა.

ჯვრის მონასტრის წინამძღოლი კონსტანტინე ჭინჭარაული ტვ პირველის ეთერში გარემოვაჭრეების შესახებ, რომლებიც ჯვრის მონასტრის მიდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობენ. გარემოვაჭრებისათვის მიცემული სამდღიანი ვადა დღეს ამოიწურა.

კომენტარები