ჯვრის მონასტერი

გიორგაძე ჯვრის მონასტრის დაკეტვაზე: გაუგებრობად შევაფასებდი

ძალიან აქტიურად უნდა ჩაერიოს ადგილობრივი ხელისუფლება, იმიტომ, რომ გარევაჭრობის მოწესრიგება სწორედ ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენციაა პირველ რიგში. გაუგებრობად შევაფასებდი ამას. [იმედი მაქვს] მალე გაირკვევა ეს სიტუაცია და დაპირისპირება უფრო არ გამწვავდება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე ტურისტებისთვის ჯვრის მონასტრის დაკეტვაზე. მონასტრის წინამძღოლის კონსტანტინე ჯინჭარაულის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, ორი დღეა, ჯვრის მონასტერი დახურულია. მიზეზად გარევაჭრობა სახელდება. მონასტრის წინამძღოლის გადაწყვეტილებით, კარი არ გაიღება, სანამ გარემოვაჭრეები ტერიტორიას არ დატოვებენ.

კომენტარები