უზენაესი სასამართლო

სანიკიძე: ირიბად დადასტურდა, რომ მოსამართლეთა სია ბიძინა ივანიშვილის გულის ნადებია

ირიბად დადასტურდა, რომ მოსამართლეთა სია თურმე არის ბიძინა ივანიშვილის გულის ნადები. ის, ფაქტობრივად, მხარს უჭერს ე.წ. კომკავშირელების გუნდს, ნორჩ ბიძინელებს, რომლებიც არიან ქართულ ოცნებაში და რომლებსაც უნდოდათ ამ მოსამართლეების გაყვანა. ეს ჩვევია ბიძინა ივანიშვილს, ჯერ იცის თავისი ინტერესების დაფიქსირება, მერე, როცა ვერ გადის ეს საკითხები, უცებ აღმოჩნდება, რომ არბიტრი ხდება თურმე ამ საქმის. ყველაფერი ცხადზე უცხადესია, ყველაფერი ზემოთ დევს და ძალიან მარტივად ჩანს

დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს წევრი გუბაზ სანიკიძე მოსამართლეთა სიასა და ქართულ ოცნებაში დაპირისპირების შესახებ ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე.

კომენტარები