უზენაესი სასამართლო

მიხეილ ჯინჯოლია და ლევან ნემსაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად აირჩიეს

მიხეილ ჯინჯოლია და ლევან ნემსაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად აირჩიეს.

"ორივე კანდიდატი არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედნუვადოდ და ეს გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი მიღებისთანავე" - თქვა ივანიშვილის პარლამენტის თავჯდომარემ, შალვა პაპუაშილმა.

მათ კანდიდატურებს მხარი 82 ხმით, ერთხმად დაუჭირეს.

მიხეილ ჯინჯოლია 2011-2019 წლებში საქართველოს პროკურატურაში სხვადასხვა თანამდებობაზე საქმიანობდა, მოსამართლედ კი 2020 წელს გამწესდა.

ჯინჯოლია იყო მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ კვეთის განმხილველი მოსამართლე და 12.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მიხეილ ჯინჯოლია ახობაძის საქმის ყოფილი მოსამართლეა, საბოლოო გადაწყვეტილება კი რომეო ტყეშელაშვილმა მიიღო.

ლევან ნემსაძე 2023 წლის ოქტომბრიდან არჩეული იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად, ვინაიდან ის მოქმედი მოსამართლე არ არის მან დარბაზში მოსამართლის ფიცი დადო.

კომენტარები