გამოხატვის თავისუფლება

ზურაბიშვილმა საახალწლო მილოცვაში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე ისაუბრა

სალომე ზურაბიშვილი
Facebook

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საახალწლო მილოცვაში სიტყვის თავისუფლების კანონით შეზღუდვაზე ისაუბრა. ორბელიანების სასახლის ეზოდან წარმოთქმულ სიტყვაში ზურაბიშვილმა თქვა:

"ყველა გამოცდას თან ახლავს ცხოვრებისეული გაკვეთილი. იმისათვის, რომ ხვალ ვინც ამ გზას დაადგება, აღარ შეეხოს შეურაცხყოფა, ცილისწამება, სიძულვილის ენა, უნდა ვიფიქროთ, როგორ დავიცვათ კანონით ერთდროულად სიტყვის თავისუფლებაც და ადამიანის ღირსებაც, ისე, როგორც ეს ხდება ბევრ ქვეყანაში. ასევე, უნდა ვიფიქროთ, როგორ დავიცვათ თავი ცრუ ინფორმაციებისა და დეზინფორმაციისაგან, რათა საზოგადოებამ დაიბრუნოს სიმშვიდე და საფრთხე არ შეექმნას დემოკრატიას", - თქვა პრეზიდენტმა.

კომენტარები