გამოხატვის თავისუფლება

სხირტლაძე: გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, თუ რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატი ნუგზარ სხირტლაძე თვლის, რომ გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, თუ ეს სხვა ადამიანების რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს.

„მორალი არ არის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის საფუძველი, მაგრამ, კანონში არის  ჩანაწერი “თუ ზიანს აყენებს სხვა პირებს”, სხვა პირებისათვის ზიანის მიყენება შესაძლებელია მოსამართლემ ფართოდ განმარტოს ზოგჯერ და უფრო მეტად გაავრცელოს,“ - ამბობს სხირტლაძე.

ამის შემდეგ, დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის წარმომადგენელმა გიორგი მშვენიერაძემ მას ჰკითხა:

„თქვენ ჩათვლიდით, რომ გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, თუკი ეს სხვა ადამიანების რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს?”

“დიახ. ყოველ შემთხვევაში, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა რელიგიური გრძნობების დაცვის მიზნით ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებითაც ცნობილია, თუ გამოხატვის თავისუფლება ზღვარგადასულია. თუ ეს არის რელიგიის კონსტრუქციული კრიტიკა, ასეთ შემთხვევაში დარღვევა არ ფიქსირდება,“ - თქვა კანდიდატმა.

 

კომენტარები