ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
საქართველო-სომხეთი

ისტორიკოსებმა, სავარაუდოდ, 1918 წლის საქართველო-სომხეთის ომში დაღუპულთა ძმათა საფლაოს მიაგნეს

კვირა, 30 დეკემბერი, 2018 - 15:45
საქართველოს ეროვნული არქივი
tbl.ge/3dvc
დაკოპირდა
დიმიტრი სილაქაძე
დიმიტრი სილაქაძე
დიმიტრი სილაქაძე
დიმიტრი სილაქაძე

ისტორიკოსმა დიმიტრი სილაქაძემ და გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის წევრებმა სადახლოში სავარაუდოდ 100 წლის წინ, საქართველო-სომხეთს შორის ომის დროს დაღუპული მებრძოლების ძმათა სასაფლაოს მიაკვლიეს.

თუმცა, აღმოჩენა არქეოლოგიურმა სამუშაოებმა უნდა დაადასტუროს. 

2018 წლის დასაწყისში სილაქაძემ არქივში დოკუმენტი იპოვა, რომელშიც დაახლოებით იყო მითითებული ომის შემდგომ სადახლოში მოწყობილი ძმათა სასაფლაოს ადგილი, სადაც 38 მებრძოლია დამარხული. 

ისტორიკოსი ამბობს, რომ დოკუმენტის მიხედვით მათ შემდეგი ინფორმაცია ჰქონდათ: 

  1. საფლავი მდებარეობს სოფელ სადახლოში, რკინიგზის სადგურიდან 1.5 ვერსის დაშორებით, რკინიგზის მარჯვნივ. 
  2. საფლავი არის მელიქიშვილების მიერ აშენებული ეკლესიის გალავანში, ეკლესიის აღმოსავლეთ კედლიდან ოთხი არშინის დაშორებით. 
     

დღეს, 30 დეკემბერს სილაქაძე მაზნიაშვილის ახალგაზრდული ლეგიონისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის თანამშრომელებთან ერთად სწორედ სადახლოში გაემგზავრა. 

ძებნის შემდეგ გაირკვა, რომ ეკლესია აღარ არსებობს.

"არც ახსოვთ ადგილობრივებს, მაგრამ მესაზღვრეების და ადგილობრივების დახმარებით მივედით ყოფილ ქრისტიანულ სასაფლაოსთან, სადაც ვნახეთ, დიდი ალბათობით, ეკლესიის ნანგრევები, გალავნის ნანგრევები აღარ არსებობს", - ამბობს სილაქაძე. 

მისივე თქმით, მათ მიაკვლიეს სასაფლაოს და ნანგრევებს, რომელიც რკინიგზის სადგურიდან ზუსტად იმ დაშორებით და მიმართულებითაა, როგორც დოკუმენტშია ნაჩვენები.

"დოკუმენტის მიხედვით საძმო სასაფლაო არის ეკლესიის აღმოსავლეთ კედლიდან 4 არშინში (დაახლოებით 2,8 მეტრი) და ემთხვევა ფოტოს მარჯვენა ნაწილის ბორცვებს. 

მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ დიდი ალბათობით, საძმო სასაფლაო ნაპოვნია, თუმცა ეს არქეოლოგიურმა სამუშაოებმა უნდა დაადასტუროს". 

საქართველო-სომხეთს შორის ომი ზუსტად 100 წლის წინ, 1918 წლის დეკემბერში მიმდინარეობდა. 

საქართველო-სომხეთიძმათა სასაფლაოსადახლოდიმიტრი სილაქაძესაქართველო-სომხეთის ომი

ამავე თემაზე

  • ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026 - 16:20ფაშინიანის თქმით, საქართველოს მხარეს არ მოუთხოვია, რომ ევროპარლამენტში მათზე ესაუბრა
  • ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026 - 17:07ფაშინიანი: სომხეთის ევროინტეგრაციისთვის უდიდესი პრობლემა EU-საქართველოს გაყინული დიალოგია
  • ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026 - 13:13გვაქვს დიდი ისტორიული შესაძლებლობა, დავძლიოთ რეგიონის გამოწვევები – ფაშინიანი კობახიძეს
  • ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026 - 12:49კობახიძე ფაშინიანს: რთული ვითარებაა გარშემო, მნიშვნელოვანია თანამშრომლობის უფრო გაღრმავება
  • სამშაბათი, 3 მარტი, 2026 - 19:42საქართველოს სამუშაო ვიზიტით ნიკოლ ფაშინიანი ეწვია - საგარეო

კომენტარები

ბოლო სიახლეები

19 ივლისის პირველ ნახევრამდე უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა - სააგენტო
შაბათი, 18 ივლისი, 2026 - 16:50

19 ივლისის პირველ ნახევრამდე უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა - სააგენტო

აშშ-ში ქოლესტერინის შემამცირებელი ახალი მედიკამენტი დაამტკიცეს
შაბათი, 18 ივლისი, 2026 - 16:06

აშშ-ში ქოლესტერინის შემამცირებელი ახალი მედიკამენტი დაამტკიცეს

ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა მამას - დაკავებულია 1 პირი
შაბათი, 18 ივლისი, 2026 - 15:53

ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა მამას - დაკავებულია 1 პირი

სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად გაიხსნა
შაბათი, 18 ივლისი, 2026 - 15:20

სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად გაიხსნა

ბროვდი: რუსეთს ჩრდილოვანი ფლოტის დასაცავად ანტიდრონული ძალები ფრონტიდან გაჰყავს
შაბათი, 18 ივლისი, 2026 - 14:16

ბროვდი: რუსეთს ჩრდილოვანი ფლოტის დასაცავად ანტიდრონული ძალები ფრონტიდან გაჰყავს

ყველაზე კითხვადი

იოსებ სიგუამ პროცესზე 2 ცრუ მოწმე წარმოადგინა, პოლიციის მაღალჩინოსნები – სოფიო სიგუა
1იოსებ სიგუამ პროცესზე 2 ცრუ მოწმე წარმოადგინა, პოლიციის მაღალჩინოსნები – სოფიო სიგუა
2Reuters: უკრაინის იერიშების შემდეგ რუსეთმა ინდოეთს დამატებითი ბენზინის მიწოდება სთხოვა
3ქართველი მკვლევრები მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებას მსოფლიო კონგრესზე წარადგენენ
4ზახაროვა: ყველაფერი, რასაც დასავლეთში, მათ შორის საქართველოზე, აცხადებენ, მცდარია
5თამოსკინს მომხმარებლის უფლებების დაცვის კანონის დარღვევა დავუდგინეთ - GCCA

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕